საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„9 დეკემბერს ეროვნული გლოვის დღედ ვაცხადებ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის პრეზიდენტობისას დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა.











