საფრანგეთმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყანაში ახლა სულ 4 ვაქცინაა დამტკიცებული: Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი.
11 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კოვიდის ვაქცინის ერთი დოზა 4-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. ორივე დოზა კი 2-მა მილიონმა.











