საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი შენობის ერთ-ერთ მაღალ სართულზე მოხდა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები და სამართალდამცველები.
აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, კიდევ 2-ის ადგილსამყოფელს კი ჯერჯერობით პოლიცია ადგენს. აფეთქების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
მიმდინარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.











