საფრანგეთში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა
„ჩვენ ვირუსის მეოთხე ტალღის ეტაპზე ვართ. ვხედავთ უფრო სწრაფ ტალღას. ეს ტალღა ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს. ახლა შემთხვევების მაჩვენებელმა 86-ს მიაღწია, რაც ერთ კვირაში თითქმის 125%-იან ზრდას შეადგენს“, – აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გაბრიელ ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთში ამ ტიპის ზრდა პანდემიის დაწყებიდან არ დაფიქსირებულა.
„ერთ კვირაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ 10 000 დადებითი შემთხვევის დღიური ბარიერი გადავლახეთ. ეს ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება“, – განაცხადა მან.











