საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი – 18 746 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პარიზში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებული საწოლების 40%ი შევსებულია. ჯანდაცვის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ აღნიშნული რიცხვი ოქტომბრის ბოლოსთვის 100%-ს მიაღწევს.











