საფრანგეთში მუცლადმყოფი ჩვილის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
„ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ დედიდან ნაყოფზე, პლაცეტის მეშვეობით, ორსულობის ბოლო კვირებში ვირუსის გადაცემა შესაძლებელია“,- ამბობს ექიმი დანიელ დე ლუკა.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პერინატალური ინფიცირება შესაძლებელია. თუმცა, ეს ახალი გამოკვლევა უშუალო მტკიცებულებებს იძლევა. ის ცხადყოფს, რომ ინფიცირება პლაცენტის მეშვეობით შესაძლებელია.
„აუცილებელია დედისა და ახლადაბადებულის სისხლის ანალიზი და კიდევ ბევრი პროცედურის ჩატარება და გაანალიზება. პანდემიის პერიოდში ამ ყველაფრის გაკეთება არ იყო მარტივი. ამიტომ იყო, რომ მეცნიერებს ჰქონდათ ეჭვები, მაგრამ არა მტკიცებულება“,- აღნიშნავს დე ლუკა.
როგორც ექიმები ამბობენ, ორსულ ქალს საავადმყოფოში მიღებისას კორონავირუსი დაუდგინდა. ახალშობილს კორონავირუსი მშობიარობის შემდეგ დაუდასტურეს. ექიმებმა პათოგენი ბავშვის სისხლში აღმოაჩინეს. მეცნიერებმა პლაცენტაში კორონავირუსის მაღალი დონე დააფიქსირეს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსს პლაცენტაში გამრავლება და ნაყოფის სისხლში მოხვედრა შეუძლია. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალშობილი პლაცენტის მეშვეობით დაინფიცირდა.
„სავარაუდოდ, ეს ხშირად არ ხდება, თუმცა შესაძლებელია და ექიმებმა ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა დანიელ დე ლუკამ.











