საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს, მეოთხე კი, დაჭრეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამართალდამცველები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძახებაზე მივიდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელი 48 წლის მამაკაცია. შემთხვევის ადგილზე მის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.











