საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყნის საზღვარზე იმ ადამიანების შემოწმება დაიწყება, რომლებიც ქვეყანაში საზღვარგარეთის ზამთრის კურორტებიდან დაბრუნდებიან.
ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, შვეიცარიიდან ან ესპანეთიდან საფრანგეთში დაბრუნებული ადამიანებისთვის შვიდდღიანი კარანტინი დაწესდეს.











