საფრანგეთში, ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი იწვის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 6 სახანძრო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე მონაწილეობს.
ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. არ ვცელდება დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციაც.
ინფორმაციისთვის, ეს ხანძარი ტაძრისთვის პირველი არ არის. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის აღდგენამდე ტაძარი 3 წლის განმავლობაში დახურული იყო.
წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.











