„საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატოსკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სართაშორისო მისიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
“სწორედ თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან. აღსანიშნავია ჩვენი ჯარისკაცების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად, იბრძოდნენ ქართველები. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, 31 აგვისტოს თვით მისიაც დასრულდება, მაგრამ არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ერთიანი ბრძოლა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია დასრულებულია. 17 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 22 ათასი ჯარისკაცი, როტაციის წესით, ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. დასკვნითი ღონისძიება სენაკის ბაზაზე გაიმართა და მას ქვეყნის პირველი პირები და ამერიკის ელჩი, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.











