საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დასწრებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
„ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ არ გვიმსჯელია, თუმცა ინფორმაცია არის ჩვენამდე მოსული. ჩვენ დამატებით შევიკრიბებით, გამომდინარე იქედან, თუ რა ეპიდმდგომარეობა იქნება საქართველში. უკვე ეპიდემიოლოგებთან ერთად და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ბელარუსს შორის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.











