fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო იქნება პირველი იმ 18 ქვეყანაში, რომელიც უახლოეს პერიოდში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას – გიორგი გახარია

16:15 February 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
848
ნახვა

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინაციას შეეხებოდა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ექიმები აიცრებიან.

„ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც თავიდან ეგონათ განხორციელებადი, ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინას ჩვენ მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ავცრათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაქცინაზე მუშაობას ვაგრძელებთ და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ დამატებით გვექნება კიდევ ახალი ვაქცინები ქვეყანაში.

მინდა, ყველას ვუთხრა და დავარწმუნო, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ვფრთხილობთ, მაგრამ როგორც ხედავთ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინაგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

კარგი ამბავი! ბიონტექის პროგნოზით, ფაიზერი ომიკრონის შტამის მიმართაც ეფექტურია

December 1, 2021
1.2k
პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია