“საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოსა და უკრაინას სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმიდან ჯარისკაცების გაყვანისა და მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების პროცესი დაიწყო.











