fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო ოკუპაციით მიყენებულ ზიანთან შესაგუებლად მზად არაა – პრეზიდენტის მიმართვა გაეროში

23:06 September 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისათვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

„გაერო, 75 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, გზაჯვარედინზე დგას: გლობალური საფრთხეები – ტერორიზმიდან კლიმატურ ცვლილებებამდე და ახლა პანდემია მოითხოვს მეტ ერთიანობასა და სოლიდარობას, მაშინ, როცა ეს საფრთხეები ზრდიან დაძაბულობასა და დანაწევრების ფაქტორებს, თვით მულტილატერალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როცა მსოფლიო ახალი და უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური საფრთხეები გვაიძულებენ, ახლებურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემებში არსებულ პრაქტიკებს. ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს თუ ჩვენ მათი დანახვისა და მოპოვების ძალა შეგვწევს, თუ შეგვიძლია, არ ჩავიკეტოთ ნაჭუჭში და მიმოვიხედოთ გარშემო.

„მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს“ ოთხ საფუძველზე დგას:

პირველი – მშვიდობა.

გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს.

მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა.

მეორე – სიცოცხლისუნარიანი პლანეტა.

ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას ახლებურად შევხედოთ. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში.

მესამე – ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება.

კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისთვის, რათა ხვალინდელი დღისთვის საჭირო გამძლეობა განავითარონ.

მეოთხე და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში.

მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით. მომავალი განვითარების ერთადერთი საშუალება და ძირითადი რესურსი ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები არიან.

ტოლერანტობა, რომელსაც ჩვენ, ქართველები ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნევთ, ინტელექტსა და მორალურ სოლიდარობასთან ერთად – ის ღირებულებებია, რომლებმაც გაურკვევლობებით აღსავსე დროში გზა უნდა გაგვიკვალონ.

ამგვარი მომავლის ფორმირებისათვის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს პრინციპებს და მივუდგეთ ქარტიასა და მდგრადი განვითარების მიზნებს არა როგორც უბრალოდ სიტყვებს ფურცელზე, არამედ როგორც კონკრეტულ მიზნებს, რომლებსაც პოლიტიკური ნება და ძალისხმევა სჭირდება.

„გაერო, რომელიც ჩვენ გვჭირდება“ შთააგონებს ჩვენს მოქალაქეებს და შექმნის ნდობასა და ეფექტიან ლიდერობას.

ჩვენი და ჩვენი „ძველი, მაგრამ ახალგაზრდა“ ორგანიზაციის მომავალი ჩვენს ხელთაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
793
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

November 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

October 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია