საქართველომ ვაქცინის 700 000 დოზა შეიძინა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„არსებობს 5-მდე ვაქცინა, საიდანაც სამს აქვს ყველაზე დიდი მოლოდინი. სხვა ვაქცინებიც არსებობს, რომლებიც კლინიკური კვლევის მეორედან მესამე ფაზაზე არის. დიდი ალბათობით, არ იქნება მხოლოდ 1 ვაქცინა, რომლისაც კოვიდის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
სხვადასხვა სახელმწიფოს 8 მილიარდ-ნახევარი ვაქცინის დოზა აქვთ შეკვეთილი. ვაქცინა, რომელიც დღეს ამ კვლევების ფაზაშია, ორჯერადი გამოყენებისაა. 3ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მყარი დაცვა მიიღო. აქედან ჩვენ რომელს მივიღებთ, ჯერ არ ვიცით.
ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანისთვის დოზა, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. პირველადი შენატანი, 4 მილიონი დოლარი საქართველოს გადახდილი აქვს.
რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, საქართველო ამ კვალიფიცირებულ ვაქცინას მიიღებს და 700 000-მდე ადამიანი აიცრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ხათუნა ხაზაშვილი განმარტავს, ვინ არის რისკ-ჯგუფში და ვინ მიიღებს ვაქცინის წილ დოზას.
„უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან კოვიდის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. ესენი უპირატესად ხანდაზმულები არიან. ქვეყნის მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერეც შიძლება ქვეყანამ ავადობის სტრუქტურის მიხედვით აირჩიოს. ასევე, აიცრებიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები და გულ-სისხძარღვთა ქრონიკული დაავდების მქონეები. თუმცა, სანამ ვაქცინა სანამ საბოლოოდ დამუშავდება და დამტკიცდება, გარკვეული გარღვევები შეიძლება მოხდეს ამ მხრივ“, – განაცხადა ზახაშვილმა.











