საქართველოს დიდ ქალაქებში, ზუსტად 22:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა.
შეზღუდვა ეხება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.











