fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა – ან ლინდე

14:30 October 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ან ლინდეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„შვედეთი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია. ამ ქვეყნის ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მედეგობისთვის“, – განაცხადა ან ლინდემ.

ლინდე მიესალმა ძალისხმევას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელი შეუწყოს მომავალი არჩევნებისთვის ეუთო/ოდირ-ის გეგმის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ შვედი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი განხორციელდება მსოფლიოში პანდემიის მიუხედავად: „შვედეთი ხელს შეუწყობს პროცესს რამდენადაც ეს შესაძლებებელია. ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად“.

„კონფლიქტების რეზოლუცია ეუთო-ს რეგიონში იქნება ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულება. რა თქმა უნდა იგულისხმება, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცდებით გადაწყვეტისაკენ მიახლოვდეს კონფლიქტი საქართველოში. დღეს, ჩვენ ასევე განვიხილეთ მოვლენების ძალიან შემაშფოთებელი განვითარებები მთიან ყარაბაღსა და ბელარუსში, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ადამიანური, მათ შორის მშვიდობიანი მსხვერპლი. როგორც ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე, მე სრულად ვემხრობი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და მათ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამხედრო მოქმედებები და გაგრძელდეს მოლაპარაკებები რათა გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების მდგრადი გადაწყვეტილება,“ –  განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

თეგები: ან ლინდე

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ეუთოს თავმჯდომარე: შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

August 8, 2021
987

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია