საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის მარტიდან, რიგით 26-ე გამართულ სებ-ის სავალუტო აუქციონზე, 30 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
წყაროს ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2752 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 13 მარტიდან ბოლო აუქციონამდე, ბანკმა სულ 873 222 000 ამერიკული დოლარი გაყიდა.










