საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა.
გასული თვის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გუნდი 91-ე ადგილზე იყო, სექტემბერში კი 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ესტონეთი მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს. ერთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ბელარუსის ნაკრები იქნება. დაპირისპირება „დინამო არენაზე“ გაიმართება.











