საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან. პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას აკადემიკოს, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მაისს, 13:00 საათზე გაიკეთებენ.
ცნობისთვის, ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.











