fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

19:05 May 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს – ნატოში ინტეგრაციას.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (EOP) ფორმატი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნას.

მისი თქმით, ეს ახალი მექანიზმი დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორობას თავდაცვის უწყებებს შორის, კიდევ უფრო აქტიურს ხდის.

მთავრობის მეთაურმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს უკრაინის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას- ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობას.

აღინიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის გააქტიურებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისაქართველოუკრაინა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო – უკრაინული მედია

February 19, 2022
853
მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია