საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ რთულ დროს. მიწისძვრით დაზარელებულებზე ვფიქრობთ. ბერძენ ხალხს ამ განსაცდელის დროს სიმამაცესა და სიძლიერეს ვუსურვებთ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.











