საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ_ში, მოხდა.
მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.











