საქართველოს საპატრიარქო არნოლდ გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
ცნობისთვის, არნოლდ გეგეჭკორი იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა.












