fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – ირაკლი ბერაია

18:31 October 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
799
ნახვა

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და   აღჭურვილობით. სამხედრო წვრთნებით და სწავლებებით, ინსტიტუციური განვითარებით, საერთაშორისო სწავლებების გაღრმავებით და რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფით“,-ამის შესახებ  ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე თავდაცვის სფეროს მიმართულებით დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების არსებობა, რომლებიც შეძლებენ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და მეორე მხრივ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება არაკონფრონტაციულობას  და რა თქმა უნდა დემოკრატიული კონტროლის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებს. საქართველოს ჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების კომპონენტებთან თანაფარდი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც მძლავრი შეკავების კომპონენტის შექმნით უზრუნველყოფს პოტენციური აგრესიის შეკავებას, ომის პრევენციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის თავდაცვის ორგანიზება შესაბამისობაშია ალიანსის განახლებული შეკავების და თავდაცვის პრიორიტეტებთან და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს.

ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით.

ტოტალური თავდაცვის ეფექტიანი იმპლემენტაციის ფარგლებით, ჩვენ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლებს და მშვიდობიან პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას.

თავდაცვითი შესაძლებლობების და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და  ასევე უზრუნველყოფს აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და ოფიცრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ღვაწლი.

თეგები: საარჩევნო პროგრამა

დაკავშირებული სტატიები

არჩევნები 2020

მთავარი აქცენტები პარტიების საარჩევნო პროგრამებიდან – ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს

October 15, 2020
856

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია