ამ ეტაპზე, საქართველოში 1 306 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 284 პირი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 306 მძიმე პაციენტიდან თბილისში 565 პირი მკურნალობს, აჭარაში – 126, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 191, აჭარაში – 18, იმერეთში – 17.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.











