Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 398 ადამიანი განუკურნა.
ამასთან, დღეს ქვეყანაში ინფიცირების კიდევ 1595 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401, გარდაიცვალა 178 პაციენტი.











