დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინფიცირებულებიდან ყოველი მესამე პაციენტი ქვემო ქართლიდანაა. 11 ივნისის მონაცემებით, ამ რეგიონში 290 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საერთო მაჩვენებლის 35 პროცენტია.
290 შემთხვევიდან ბოლნისში – 186, თეთრიწყაროში – 59 და მარნეულში – 45 ინფიცირების შემთხვევა იყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
23 მარტიდან 23 მაისამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე იყო. შემთხვევები აღრიცხული იყო მუნიციპალიტეტის 9 დასახლებულ პუნქტში.
ქალაქ ბოლნისში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 13 აპრილს, ბოლო შემთხვევა 30 მაისს.
მუნიციპალიტეტში ყველაზე აქტიური კერა არის სოფელ მუშევანში. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 23 აპრილს, ბოლო შემთხვევა 30 მაისს. სოფელში სულ აღრიცხულია 75 შემთხვევა.
11 ივნისის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღებულია 3 538 ნიმუში. დადასტურებულია 186 შემთხვევა (5%), 114 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი
23 მარტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რომელიც მოიხსნა 18 მაისიდან. პირველი ადგილობრივი შემთხვევა დაფიქსირდა 23 მარტს, ხოლო ბოლო შემთხვევა აღირიცხა 7 ივნისს სოფელ კირაჩმუღანლოში. შემთხვევის ირგვლივ მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
11 ივნისის მდგომარეობით აქტიური კერებია ქ. მარნეული და სოფლები: მარეთი, კირაჩმუღანლო და წერეთელი. აღნიშნულ პერიოდში მარნეულში აღებულია 2 750 ნიმუში. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ შეადგ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
26 აპრილიდან თეთრიწყარო იმყოფებოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რომელიც 4 ივნისს მოიხსნა. პირველი შემთხვევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აღირიცხა 24 აპრილს, ბოლო კი 21 მაისს.
11 ივნისის მდგომარეობით თეთრიწყაროში სულ აღებულია 907 ნიმუში, კოვიდზე დადასტურებულია – 59 შემთხვევა (6%). მათგან 31 სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელია, დანარჩენი – ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტები.











