პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ დღეს ფასილიტატორების ჩართულობით უმრავლესობის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას 3 პირობას უყენებს. მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში შეაჩერებენ ქუჩის აქციებს.
„ეს არის ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის, კომისიების და პროცედურების კომპლექსური რეფორმა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება – სამი მოთხოვნა დგას და მეოთხე საკითხი – ბოიკოტი შემდგარი ფაქტია, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას არავინ.
ზუსტად ქუჩის პროტესტისგან გამომდინარე იყო რომ 8 მარტის შეთანხმებაზე წავიდა და ის რომ დღეს დიალოგის ფორმატზე ზის და გვესაუბრება, შემდგარი ფაქტია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები ქუჩის პროტესტის გარეშე არ მიიღება. ვამბობთ, რომ შევწყვეტთ პროტესტს თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










