დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის 8 დეკემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში, გასულ კვირაში სეზონური ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია ბე ტიპის ვირუსზე. ა ტიპის გრიპის ვირუსის, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ამ სეზონზე ჯერ არ დაფიქსირებულა.
მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუსის გარდა, ვეყანაში ასევე ცირკულირებს ბოკავირუსი, რინოვირუსები და სხვადასხვა სეზონური ვირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, ა ტიპის ვირუსი კი საერთოდ არ ფიქსირდება. მიზეზად სპეციალისტები ახალი კორონავირუსის პრევენციული ზომების მიღებას და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ.











