საქსტატის ცნობით, 2019 წელს, ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარით განისაზღვრა.
უწყების მონაცემებით, ხელფასების წლიურმა ზრდამ, ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა.
„საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.











