31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კოვიდდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.45%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9.99% ხოლო 7 დღის განმავლობაში – 9.36%.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 553 697 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 497 517, გარდაიცვალა 7 482 პაციენტი.











