დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი დღიურად – 7,81%,-ს ბოლო 14 დღეს – 7,61%-ს, ბოლო 7 დღეს – 7,32%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1561 228 მოქალაქე.











