13 ნოემრბის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 285.
ინფომრაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 55 ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6 856.











