Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 352 624-ია.
კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.











