საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში 20 ადამიანია გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1534-ს შეადგენს.











