დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.
“ამ მიმართულებით რამდენიმე ათეულ შემთხვევას იკვლევენ. უმრავლესობა უკუგდებულია, რამეთუ არ დადასტურდა რეინფიცირება გენეტიკური კვლევებით. ახლა, ამ ეტაპზე, დღეისთვის არც ერთი რეინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 542, ხოლო გარდაიცვალა14 ადამიანი.











