Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 770 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 296 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა.











