24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 900-ზე მეტი მძიმე კოვიდპაციენტი მკურნალობს, საიდანაც 413 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისში მკურნალობს.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო გარდაიცვალა 39.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2159, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6189.











