დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 18:47 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი თბილისიდან 50 კილომეტრში, დმანისის აღმოსავლეთიდან ოთხ კილომეტრში დაფიქსირდა.











