fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოში პარტიები პარლამენტის ეფექტიან მუშაობაზე უნდა შეთანხმდნენ – ანდრიუს კუბილიუსი

16:38 December 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
831
ნახვა

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი საყვარელი საქართველო კვლავ პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. დიდი ხანი არ არის, რაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თუმცა ასევე იყო ბევრი ხარვეზი. ოპოზიციამ ამ ხარვეზებს სერიოზული უწოდა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, უარი თქვა ოპოზიციის ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ოპოზიცია, რომელსაც ექნება 150-დან 60 ადგილი ახალ პარლამენტში, ახალი პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრება“, – წერს კუბილიუსი.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, რათა თავიდან აიცილონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

„ამ კვირების განმავლობაში მე პირადად მქონდა საუბარი საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში საბოლოო კონსენსუსის მიღწევა მაინც შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახალი არჩევნები გამართვაზე შეთანხმება არ შედგა“, – აღნიშნავს კუბილიუსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია.

„ჩემი აზრით, არ შეიძლება, დავივიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა შეთანხმდნენ ქართული პარტიები პარლამენტის ეფექტიან მუშაობაზე: ეს არის განსაკუთრებული პერიოდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ნატო-ს შტაბ-ბინა განიხილავს უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. თავის მხრივ, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არიან, 2024 წელს ევროკომისიაში ოფიციალური განაცხადი შეიტანონ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც მხარეებს შორის კონსენსუსი სჭირდება. ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი ძლიერდება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდი. ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისთვის საქართველოში საჭიროა ქმედითი პარლამენტი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

თეგები: ანდრიუს კუბილიუსიოპოზიციის ბოიკოტიოპოზიციის პოზიცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

November 22, 2021
770
მსოფლიო

ევროპარლამენტარები კრამონი და კუბილიუსი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

September 1, 2021
817
პოლიტიკა

იმედი მაქვს, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს – ანდრიუს კუბილიუსი

July 31, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია