საქართველოში „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა.
როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა, სოფო ბერიძემ განაცხადა, ასოციაციაში ის ექიმები გაერთიანდნენ, რომლებიც საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ.
„ასოციაცია იმუშავებს იმ მთავარ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას შეეხება, არამედ ბევრად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები წამოვლენ თანამშრომლობაზე და მოხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების, პრაქტიკული გზამკვლევების ლეგიტიმაცია, უფრო მოქნილი გახდება სისტემა. ამ ერთობით და თანამშრომლობით ყველაფერს მივაღწევთ“, – სოფიო ბერიძემ.











