დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული “ტვ პირველის” მიერ გავრელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 30 წელია, ყველა ხელისუფლება ერთმანეთს გავს.
“ფორმულასთან” ინტერვიში მეუფე ზენონი აცხადებს, რომ ყველას კულტურა მოეთხოვება და გამონაკლისები არ არსებობს.
“ყველას მოეთხოვება კულტურა – ყველას. აქ გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ ხომ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქცევის ასეთ ფორმებს უარი უნდა უთხრას ყველამ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, რა იქნება, ეს ყველაზე ვრცელდება. 1989 წელს დავამთავრე სკოლა, დღემდე, 30 წელზე მეტია რაც ეს პროცესები ხდება, ვფიქრობ რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს”, – ამბობს მეუფე ზენონი.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











