„საქართველოში ვნახე მთელი რიგი ინოვაციური მიდგომები, როგორიც არის „ცხელების ცენტრები“, ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას დროს აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის სისემის არსებობა პანდემიის დროს უმნიშნვნელოვანესია.
„ჩემს ვიზიტს საქართველოში აქვს სამი მიზანი, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მინისტრთან, მთავრობასა და ჯანდაცვის სრფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავო კოვიდის საკითხებზე. გარდა ამისა, მეორე მიზანი არის, რომ შევთანხმდეთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე თუ როგორ ვიმუშავებთ ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო მინისტრს, რომ მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა საქართველოში. მესამე მიზანი კი არის, რომ განვსაზღვროთ თუ როგორ გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში, რომ გავზარდოთ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული დახმარება.
პირველადი კომუნიკაციისას უკვე გამოჩნდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრისა და მთავრობის ძლიერი ხელძღვანელობით. ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ბრძოლას თუ ფოკუსირებას მხოლოდ კლინიკებზე მოვახდენთ. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ფოკუსი საზოგადოებასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.











