fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სასამართლომ კარანტინში გადაყვანილი ბავშვის მშობლის სარჩელი დააკმაყოფილა

21:06 July 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველ ანა არგანაშვილსა და მის ოჯახს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხონა დაუკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

„2020 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა – კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან და ქმართან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება.

დედის თქმით, კარანტინში ბავშვისთვის არც შესაბამისი სივრცე და არც შესაბამისი კვებაა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანას მოითხოვდა.

თეგები: სამართალისასამართლო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

November 10, 2021
863
სამართალი

ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

August 26, 2021
798
სამართალი

ფოლდაანთაკრში მომხდარ მკვლელობაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამატყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

August 23, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია