საქალაქო სასამართლომ „ოცნების” ოფისთან დაკავებულებს ჯარიმა დააკისრა. აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ კვეკვესკირს 1100 ლარის ოდენობით ჯარიმა, ხოლო დავით დიღმელაშვილს 1000 ლარი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები კახაბერ კვეკვესკირი და დავით დიღმელაშვილი „ქართული ოცნების ოფისთან“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.











