თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“,-განაცხადა მურუსიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.








