სასტუმრო „ვინოტელთან“ სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ისმის მსხვრევის ხმა.
ვითარება სასტუმროს ტერასაზე დაიძაბა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ, ტერიტორია დატოვა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა დატოვეს. გაირკვა, რომ სასტუმრო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დატოვონ. მიზეზად ჟურნალისტის ანტიქართული განწყობები დასახელდა.











