„ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი არ არის ტელევიზიების გადასაწყვეტი, ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ“, – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სასულიერო სკოლის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო სკოლაში თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.
მათი თქმით, ჭყონდიდის ახალი ხელდასმული მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მათ კუთვნილი ანაზღაურების გაზრდას დაპირდა, თუმცა მიმდინარე თვეს ხელფასის იგივე ოდენობა დაერიცხათ.
ავტორი: თეა შონია











