„პარტიაში არსებული ინფორმაციით, მმართველი ძალა ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამარჯვების გასამყარებლად თითოეული ამომრჩევლის აქტივობაა საჭირო.
„ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ არჩევნებში, გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.











